- მთავარი
- ბუღალტრული მომსახურება - F-Chain
ბუღალტრული მომსახურება - F-Chain
საერთაშორისო კომპანია Financial Chain Corporation გთავაზობთ ხარისხიან საბუღალტრო მომსახურებას თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. პროფესიონალიზმის მაღალი დონისა და ინდივიდუალური მიდგომის გამო ჩვენ გავხდებით თქვენი საიმედო და მომგებიანი პარტნიორი. ჩვენი კომპანია მზად არის გადაჭრას ნებისმიერი სირთულის ამოცანები თქვენთვის ყველაზე მომგებიანი გზით.
წარმატებული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ფინანსების სწორი მართვაა, ამიტომ, კომპანია Financial Chain Corporation გთავაზობთ სრულფასოვან ბუღალტრულ მომსახურებას, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებას, მაღალ პროფესიონალიზმსა და თანამედროვე მიდგომებს აერთიანებს. ჩვენი მიზანია ვიყოთ თქვენი საიმედო პარტნიორი, ის – ვისაც ფინანსურ საკითხებს მშვიდად ანდობთ.
ჩვენი სერვისები – ბუღალტერია ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის
ვთანამშრომლობთ ყველა ზომის ორგანიზაციასთან – არ აქვს მნიშვნელობა თქვენი კომპანია მცირე საწარმოა თუ დიდი კორპორაცია. ჩვენი თითოეული გამოცდილი ბუღალტერი პასუხისმგებლობას იღებს ზუსტი და დროული ფინანსური ანგარიშის მომზადებაზე.
ბუღალტერია, რომელსაც F-chain გთავაზობთ, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობს, რაც მაქსიმალური სიზუსტისა და ეფექტურობის მთავარი გარანტია. ყველა ოპერაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მკაცრი დაცვით, ვიყენებთ უახლეს ბუღალტრულ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოვამზადოთ ნებისმიერი სირთულის ანგარიში.
ვრცლადდაიწყეთ ბიზნესი საქართველოში
სწრაფი და საიმედო კომპანიის რეგისტრაცია · სრული მხარდაჭერა FCHAIN-თან
- ყოველთვიური დოკუმენტების აღრიცხვა პროგრამა „FINA“-ში, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით
- ყოველთვიური და ყოველწლიური გადასახადების (საშემოსავლო, დღგ, მოგება) დაანგარიშება
- საგადასახადო დეკლარაციების შევსება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში, ვადების დაცვით
- ყოველთვიური საპენსიო დეკლარაციის შევსება და წარდგენა საპენსიო სააგენტოში
- კვარტალური და წლიური სტატისტიკის წარდგენა საქსტატში
- წლიური ფინანსური ანგარიშგება (SARAS)
- დამკვეთის მხარდაჭერა შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაში
- ყოველთვიური დოკუმენტების აღრიცხვა პროგრამა „FINA“-ში, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით
- ყოველთვიური და ყოველწლიური გადასახადების (საშემოსავლო და დღგ) დაანგარიშება
- ყოველთვიური დეკლარაციების შევსება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში, ვადების დაცვით
- ყოველთვიური საპენსიო დეკლარაციის შევსება და წარდგენა საპენსიო სააგენტოში
- წლიური საშემოსავლო დეკლარაციის შევსება და წარდგენა შემოსავლების სამსახურში, ვადის დაცვით
- დამკვეთის მხარდაჭერა შემოსავლების სამსახურთან ინდ. მეწარმის საქმიანობასთან დაკავშირებით
კონსულტაცია
მოგვწერეთ ან მიმართეთ უახლოეს ფილიალს